„ღამის სერენადები“ 

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა.

ბათუმი-თბილისის რიგით მე-14 ფესტივალის ბოლო დღეს მოცარტის, შოსტაკოვიჩის და გერშვინის ნაწარმოებები შესრულდა. დღეს კი ბათუმში, მწერალთა სახლში ლიანა ისაკაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. მოგვიანებით ბათუმიდან ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში 17 და 18 სექტემბერს საკონცერტო საღამოები იტალია-საქართველოს და საფრანგეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.