ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის და მასში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ მათ ავტორებს ეკუთვნით, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი გუშინდელ კვლევას, რომელსაც სამი ავტორი ჰყავს და გამოქვეყნდა ევროპარლამენტის ვებგვერდზე. დოკუმენტში საუბარია, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.