კახეთში კი კარდანახის ღვინის ფესტივალი იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი მწარმოებლების მიერ შექმნილი ღვინოები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ყურძნის დაწურვაში, დეგუსტაციაში, ამოავლონ ჩურჩხელები და გამოაცხონ კახური შოთი. ფესტივალის მიზანი, კარდანახის ღვინისა და ადგილწარმოებული პროდუქტების პოპულარიზაციაა.