გიორგი მარგველაშვილი კვლავ კრიტიკის ობიექტია.
პრეზიდენტის ნატვრას რუსეთი პასუხობს. გრიგორი კარასინი ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრას თეორიულ შესაძლებლობას უწოდებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი კიდევ ერთი განმარტების გაკეთება უწევს. მარგველაშვილის სურვილს არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც აკრიტიკებს. დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი ზედაპირული განცხადებით მარგველაშვილი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.