კარასინის განცხადება

მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა.

კარასინის თქმით, უმაღლესი დონის შეხვედრისთვის კარგი მომზადებაა საჭირო. „თეორიულად შესაძლებელია ყველა დონის შეხვედრა, მათ შორის უმაღლესი, თუმცა ამისთვის კარგი მომზადებაა საჭირო“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა კითხვაზე პასუხად, შესაძლებელია თუ არა მიმდინარე წელს რუსეთსა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.

განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა თბილისში.