სამეგრელოში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლდება ყველა სატრანსპორტო საშუალება.
მგზავრებს ეძლევათ რეკომენდაციები, რომელსაც დღეს საქართველოში ამოქმედებული ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი ითვალისწინებს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პირია შეყვანილი. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას უპასუხისმგებლობას უწოდებს და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვას სთხოვს.
თეა აბსარიძე მუშაობს სამეგრელოში.