კარანტინის რეჟიმი ქობულეთის სოფლებში

ქობულეთის ოთხი სოფელი და მეოთხე მუნიციპალიტეტი, სადაც კარანტინის მკაცრი რეჟიმი ამოქმედდა.

დღეიდან გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში ვითარებას სამართალდამცველები და თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ. სოფელ გვარასთან, სადაც ვირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა უკვე მოწყობილია საკონტროლო-გამშვები პუნქტი. სამხედროები შლიან კარავს, გზაზე კი, პატრულმა უკვე დაიწყო ავტომობილების შეჩერება. ახალი შეზღუდვების დაწესება, კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტებს უკავშირდება, ფართოა კონტაქტების წრეც, სწორედ ამ ჯაჭვის გამოკვლევას ახლა ეპიდემიოლოგები შეეცდებიან.

ჩაკეტილ სოფლებში სხვა საკარანტინო ზონების მსგავსად, მხოლოდ საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმუშავებს. მერაბ წულუკიძეა ადგილზე და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.