ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ექიმებმა მითითებები უკვე მიიღეს და ახლა მთელ ტერიტორიაზე, სადაც მკაცრი კარანტინია, მოსახლეობის მასობრივი სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ვირუსის ახალი ფაქტები ადგილზე დღეისთვის არ გამოვლენილა. თუმცა, საეჭვოა ორი შემთხვევა. საქმე ეხება ორ ხანდაზმულ ქალბატონს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ.
ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია შესამოწმებლად. პარალელურად, ეპიდემიოლოგები სოფელ მელეში ინფიცირებულების კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ. სოფლის მცხოვრებლები კი თვითიზოლაციაში არიან.
ნოდარ ჩაჩუა მუშაობს კარანტინის ზონაში.