კარანტინი მარნეულის მუნიციპალიტეტში

მთელი ღამის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლები პატრულირებდნენ კარანტინის კიდევ ერთ ზონაში – მარნეულის მუნიციპალიტეტში. ისინი ამოწმებდნენ, როგორ იცავს საზოგადოება კომენდანტის საათით გათვალისწინებულ აკრძალვებს. ასევე საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გრძელდება სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების შემოწმება.

დეტალებით ლიკა ალელიშვილი.