კარანტინის გამოცხადების შემდეგ მკაცრად კონტროლდება მარნეულის და ბოლნისის შესასვლელები. ცალკეული გამონაკლისის გარდა რაიონებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. პერიმეტრს პოლიციის და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. მუნიციპალიტეტებში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება სატრანზიტო ავტომობილებზე იმ პირობით, რომ ისინი მუნიციპალიტეტებში არ უნდა გაჩერდნენ. თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ დღეს სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალების ორ მძღოლს გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს. რატომ, ამას ახლა რუსუდან ლოლაძე გვეტყვის, რომელიც მარნეულის შესასვლელთანაა.