ხონში ცოფის შემთხვევების გამო, კარანტინი გამოცხადდა. ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის განცხადებით, ცოფის შემთხვევიდან 2 კილომეტრის რადიუსში ყველა ამთვისებელი ცხოველის იძულებით ვაქცინაციას სპეციალისტები ატარებენ. რაც შეეხება დაკბენილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მერის თქმით, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.