მკაცრი კონტროლის ქვეშაა ბოლნისი.
რაიონში, სადაც მარნეულის მსგავსად კარანტინია გამოცხადებული, მოსახლეობის კარდაკარ შემოწმება მიმდინარეობს. სპეციალური კითხვარით ოჯახის ექიმები ადგილობრივებს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ და საეჭვო კონტაქტებს იკვლევენ. რაიონის მასშტაბით ახლა 15 ჯგუფი მუშაობს. ტარდება დეზინფექციაც. პროცესი სოფელ ნახიდურიდან დაიწყო – სოფლიდან, სადაც 62 წლის ინფიცირებული ქალის და ცხოვრობს. ამ მომენტისთვის ბოლნისში თბილისიდან საეჭვო სიმპტომების მქონე და მარნეულში გადაყვანილი ერთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
გიორგი კობერიძე და შოთა ჩოხელი იმყოფებიან ჩაკეტილ ბოლნისში.