ბოლნისში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე საინფორმაციო კამპანია ტარდება
ბოლნისში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, გამკაცრებული კონტროლია.
დილიდან მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე საინფორმაციო კამპანია ტარდება. ადგილობრივებს საკარანტინე ზომებსაც აცნობენ.
ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან დღის განმავლობაში თბილისში ორი საეჭვო პაციენტის ნიმუში გამოაგზავნეს, თუმცა „კოვიდ 19“ არცერთ შემთხვევაში დადასტურდა. ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის მძიმე პაციენტის დასაც, რომელიც სწორედ ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
ჩაკეტილ ბოლნისში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი კობერიძე და ოპერატორი შოთა ჩოხელი მუშაობენ.