მეცხრამეტე დღეა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. იმ დასახლებაში კი, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამკაცრებულია ზომები თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი ხორციელდება. პარალელურად მუნიციპალიტეტში გრძელდება სურსათის დარიგება და საერთო ჯამში სასურსათო პაკეტები ამ ეტაპზე 3600 ოჯახს გადაეცემა.
საკარანტინო ზონაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გიორგი კობერიძე მოგვაწვდის ინფორმაციას.