„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ ორშაბათს პარლამენტში განიხილავენ. ამ დღესვე იგეგმება პარტია „გირჩის“ ახალი ინიციატივის წარდგენა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პროექტის საპასუხოდ მომზადდა.
ინიციატივა პოლიტიკური ლობიზმის დაშვებას ითვალისწინებს, რაზეც პოლიტიკოსებში არაერთგვაროვანი მოსაზრებებია. კანონპროექტის კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.