კანონპროექტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

საგანმანათლებლო პლატფორმა „ვიკიპეტის“ ორგანიზებით, კინოლოგიური და ფელინოლოგიური სფეროს, ასევე, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. მიზანი, შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებით, შემდგომი ნაბიჯებისა და დღის წესრიგის განსაზღვრა იყო. მონაწილეების განმარტებით, რამდენიმე მიმართულებით აქვთ შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით, მათ შორის ევთანაზიისა და ცხოველთა მოშენება-გამრავლების კუთხით.

შეკრებილების თქმით, ისინი საპარლამენტო ფორმატში კანონპროექტის განხილვებში აქტიურად იყვნენ ჩართულები, გასცეს რეკომენდაციებიც და იმედს გამოთქვამენ და მათი შენიშვნები კანონპროექტის მეორე მოსმენისას გათვალისწინებული იქნება.