სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის საკოორდინაციო შეხვედრა

თბილისში სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა ადგილობრივი ფერმერებისთვის, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მარტივ და შეუზღუდავ წვდომას, რაც მათი განათლების დონის ამაღლებასა და ფერმერულ მეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახლებური მიდგომების დანერგვას შეუწყობს ხელს.

იგეგმება სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, რომელიც ფერმერებს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გარდა, სრულ ინფორმაციას მიაწვდის ნაკვეთზე მოყვანილი კულტურების შესახებ.