კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი კიდევ ერთი საკითხია, რისთვისაც მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება.
გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი მიღების საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას აკრიტიკებს დასავლეთი, მის მიღებას მმართველი გუნდი მაინც აპირებს. ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში დაწერა სენატორმა ბენ კარდინმა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ წარადგინა კანონი, რომელიც ლგბტქ უფლებებს ზღუდავს და ეს პაკეტი დაარღვევს შეკრების თავისუფლების უფლებებს.