კანონპროექტების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები ბიუროს სხდომას ხვალ წარედგინება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია კანონპროექტის განხილვაში არ ჩაერთვება, რადგან ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ცვლილებები მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და სხვა არაფერი. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ამ თემის გარშემო საზოგადოების დაინტერესება და მხარდაჭერა საყოველთაო სახალხო განხილვებმა ნათლად აჩვენა. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს. ასევე, ზღუდავს „ლგბტ პროპაგანდას“.