კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება. ესაა ბოლო ნაბიჯი მის ამოქმედებამდე. თუ სალომე ზურაბიშვილი დოკუმენტს ხუთი დღის ვადაში ისევ არ მოაწერს ხელს, კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა.
ოპოზიცია ვეტოს დაძლევის საკითხს და „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონს ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაშორებად აფასებს და სამომავლო პროცესებთან დაკავშირებით, ერთიანობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. მმართველი გუნდისთვის კი აღნიშნული ვეტო სამართლებრივი შენიშვნებისგან დაცლილი და არაკომპეტენტური დოკუმენტია და მთავარი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო გუშინ დაძლია. ვეტოს დაძლევასა და კანონის თავდაპირველი ვერსიით მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.