კანდიდატის წარდგენა

პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მერობის კანდიდატი ონში წარადგინა. ონის მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში სერგი ხიდეშელი იბრძოლებს.

წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის შესახებ ისაუბრა, რომლის მშენებლობაზეც 100 მილიონი ლარი დაიხარჯება და მგზავრობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდება.