180-მდე ინფლუენსერი და ბლოგერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის ქვეყანამ ცნობილ საერთაშორისო ციფრულ პლატფორმას პირველად უმასპინძლა.
აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ტრავერსის კონფერენციაზე მოიყარეს თავი. ლონდონში დაფუძნებული პლატფორმა გლობალურ ბრენდებსა და ტურისტულ ჰაბებს ციფრული პროექტების განვითარებაში ეხმარება. მსოფლიო მასშტაბით ცნობილ მოგზაურ ბლოგერებს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ. ისინი საქართველოს შესახებ საერთაშორისო მედია-პლატფორმებზე დაწერენ.