„ნუ მოჭრი – მორთე“,- ასეთია კამპანიის სახელწოდება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.
მიზანი, ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციაა.
კამპანიაში მონაწილეებს საშუალება აქვთ მთელი საქართველოს მაშტაბით შეარჩიონ ადგილმდებარეობა და საცხოვრებელი სახლის ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.
ინიციატივა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათ ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.