არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ექიმი დააკავეს  

დაკავებულია თბილისის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმი.

თამარ ალადაშვილს გამოძიება პროფესიული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მან უთხრა გამოკვლევის ჩატარებასა და მკურნალობაზე უარი პირს, რომელმაც ერთი დღის შემდეგ, 13 წლის ძმისშვილი ცივი იარაღით მოკლა.

საუბარია რუსთავში, თებერვალში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე. საგამოძიებო მასალების მიხედვით, კლინიკაში მიყვანის დროს მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა. დანაშაულის ჩადენის დროს მისი შეურაცხადობა, ექსეპერტიზამაც დაადასტურა.