ბიომრავალფეროვნების დღე

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, თამარ ალადაშვილი 186-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებსაც ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობაზე, ეკოსისტემების მდგომარეობისა და ადამიანთა ზეგავლენით სახეობების დაკარგვის საკითხებზე ესაუბრა.

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.