„ნუ წაართმევ ბავშვობას“ – ტრადიციულად, პირველ ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ასევე, ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს. კამპანია, მეოთხე წელია გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ხორციელდება. გახსნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა შეხვედრაზე წარადგინა პრეზენტაცია და სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სხვარიგად ღონისძიებას და აქტივობას მოიცავს.