„მინდა ვემეგობრო სასამართლოს”- ამ სახელწოდების კამპანიას იწყებენ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის.
40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან.