„ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია”- ასეთია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი კამპანიის სახელწოდება.
კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეებისთვის ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები. მაისის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით სააფთიაქო ქსელების 770-ზე მეტ ფილიალში, ასევე, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წნევის საზომი აპარატები განთავსდება. ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს არტერიული წნევა.
პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმილია დარგის სპეციალისტებთან, პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.