კამპანია „გაიცანი საქართველო“ გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა. ტურის ფარგლებში 30-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ბლოგერი ესტუმრა მესტიასა და უშგულს. ასევე მოინახულეს სიყვარულის კოშკი და ლამარია.