კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში შსს-ს წარმომადგენლები ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრნენ.
სტუმრებმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების, ძალადობის და ბულინგის შესახებ. ამასთან განუმარტეს სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობა და დანაშაულის პრევენციის მექანიზმები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.