ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ შეუერთდნენ. ახალგაზრდებმა ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, ფოტო და ვიდეო მიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის სლოგანით – ავიცრათ ერთმანეთისთვის გაავრცელეს. ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში დაიწყო. სტუდენტური აქციები უკვე ჩატარდა თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავში, ახალციხესა და ბათუმში.