კამათი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

რატომ ჩანიშნა უმრავლესობამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე,-სწორედ ამ საკითხზე დავობენ დილიდან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მხარეები. მსჯელობა უკვე მესამე საათია მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ვერ ხერხდება. მხარეები არგუმენტების წარდგენას ამ დრომდე აგრძელებენ. პროტესტის ნიშნად ეკა ბესელიამ სხდომა დატოვა.