19-ე საუკუნის მეორე ნახევარში კალიფორნიისა და იუკონის ოქროს ციებ-ცხელების სენი ძვირფასი ფერადი ლითონის მრავალ მაძიებელს შეეყარა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნეში, ციებ-ცხელება არა ოქროს, არამედ არამატერიალური ფულის მოსაპოვებლად, ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლებდა და ამ სენით მილიონობით ადამიანი დაავადდებოდა.
ტექნოლოგიურმა ერამ ვირტუალურ სამყაროში, არამატერიალური ღირებულებები შექმნა. ასე მივიღეთ პირველი ციფრული ფული – ბიტკოინი. ვირტუალური ვალუტა მსოფლიოსთვის იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ მცირე დროში ბაზარზე მისი მრავალი ნაირსახეობა გამოჩნდა.