კახი კავსაძე გარდაიცვალა

ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ბოლო რამდენიმე კვირაა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. იყო შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი.

კახი კავსაძე რუსთაველის თეატრში 1959 წლიდან მოღვაწეობდა, 60 წლის მანძილზე შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი როლი სპექტაკლებში: „ღვთაებრივი კომედია“, „გუშინდელნი,“ „კავკასიური ცარცის წრე“ „საბრალდებო დასკვნა“, ,„რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“.

მისი ბოლო სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზებია.“ კახი კავსაძის დებიუტი კინოში 1957 წელს შედგა, გადაღებულია 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ნამუშევარში.

კახი კავსაძე საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი იყო. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

მოამბე