ამ შაბათ-კვირას | 5 ივნისი – კახი კავსაძის გახსენება
- გადაცემის წამყვანები სტუმრებთან ერთად საუბრობენ კახი კავსაძის გამოცდილებისა და მისი საუკეთესო როლების შესახებ.
Სტუმრები: რეჟისორები გოჩა კაპანაძე და ნანა ჯანელიძე, მსახიობები ნანა ფაჩუაშვილი და ნინელი ჭანკვეტაძე.კახი კავსაძის ოჯახი - იმერ კავსაძე და ნანუკა ხუსკივაძე
რუბრიკა „ადამიანები ისტორიიდან“ - ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე გვიყვება კახი კავსაძის მამაზე – დათაშკა კავსაძეზე.
- ტრადიციული მუსიკის მკვლევარი დათო ცინცაძე განიხილავს კავსაძეების განსაკუთრებულ როლს მუსიკაში და გვესაუბრება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ფოლკლორის შესწავლა. სტუმრად სტუდიაში ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი, ტრადიციული მუსიკის მკვლევარი დათო ცინცაძე.
- მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი საუბრობს კახი კავსაძეზე, თავის გამოცდილებასა და ქართულ თეატრზე.