მუხიანის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, რომელიც 230 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. №104 ბაგა-ბაღი თბილისის მერმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.