კახელი გლეხები ყურძნის მოსავლის ასაღებად ემზადებიან.
რთველის შემდეგ მთავარი საზრუნავი უკვე მოსავლის დაბინავება იქნება. როგორც მევენახეები ამბობენ, ყურძნის ფასისგან განსხვავებით, ვენახის მოვლისთვის საჭირო პესტიციდები, საწვავი და მუშახელი ყოველწლიურად ძვირდება. პანდემიამ პრობლემები შეუქმნა მეღვინეებსაც, რომლებსაც შიდა ბაზარზე პროდუქციის რეალიზაცია სულ უფრო უჭირთ. კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე, შტაბში მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის მსურველი კომპანიების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
„მოამბის“ სიუჟეტი კახეთიდან.