რთველი 2022 - რა ეღირება კილოგრამი ყურძენი

სახელმწიფოსგან რთველის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება.

ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც ფერმერებისგან კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 90 თეთრად ჩაიბარებს. ანალოგიური მინიმალური ზღვარი იყო დაწესებული წინა წელსაც. თუმცა შეთავაზებული ფასი არასაკმარისია მევენახეებისთვის, რომლებიც ხელისუფლებისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვენ. წელს კახეთში ყურძნის საკმაოდ დიდ მოსავალს ელოდებიან. რთველის საორგანიზაციო შტაბი თელავში მომავალი კვირიდან ამოქმედდება.