ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოვლინდა კახეთში.
სამართალდამცველებმა ახმეტის რაიონის სოფელ პიტნიანში, ფაქტზე მხილებულის კუთვნილი საამქროდან წიფლის ჯიშის ხის მორები, დახერხილი მასალა და დახერხილი ფიცარი ამოიღეს.
ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ხუთი სახერხი დაზგა. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.