არჩილ ქიქოძის ნაწარმოების ეკრანიზაცია.
ეკრანებზე მალე ახალი ქართული ფილმი გამოვა. ფსიქოლოგიური დრამა მამა-შვილის მძიმე ურთიერთობაზე და შვილის აღზრდის პრობლემებზეა აგებული. რეჟისორ ლალი კიკნაველიძის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის ინსპირაცია ფიროსმანის ცნობილი ტილო „კახეთის მატარებელია“. ფილმსაც იგივე სათაური აქვს.