„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კახეთის გზატკეცილზე, მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში 7, 4 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 3. 7 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს დღეს განახორციელებს, რის გამოც, დღეს საღამოს 22.00 საათიდან, ხვალ, 5 ოქტომბრის 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვარკეთილის მე-3 მასივს, კალოუბნის ქუჩას და კახეთის გზატკეცილის ნაწილს.