კახა კალაძის შეხვედრა ახალგაზრდებთან

კახა კალაძე მხარდამჭერთა დარბაზში ახალგაზრდებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ თბილისი მერობის კანდიდატმა მათ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებები გააცნო. ისაუბრეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებზე. კალაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნების მეორე ტურში მისვლისკენ მოუწოდა.