თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწესრიგება იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ენ სი აწარმოებს.
რამიშვილის ქუჩაზე სამუშაოები 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება.
პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.