თბილისის მერმა კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

15:28, 05.04.2018

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე თბილისის მერმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე სათადარიგო გზა მოწესრიგდება და მიწისქვეშა სამუშაოები ჩატარდება. მეორე ეტაპი კი ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოიცავს.

სამუშაოების პირველი ეტაპი ექვს თვეში დასრულდება.

მსგავსი