კახა კალაძემ ქუთათელის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
კახა კალაძემ ქუთათელის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქუთათელის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 170 ათას ლარს შეადგენს.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტის დასრულებას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

“აქ იყო პრობლემა, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, რადგან ტროტუარები იყო წყობიდან გამოსული, ამ პროექტით ჩვენ ვაფართოებთ ტროტუარებს. ასევე, აქ არის სკოლა და მოსწავლეებისთვის მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკოლის წინ დღეს დაზიანებულია გზის საფარი, რაც გარკვეულ პრობლემას ქმნის. ასევე ხდება ავტომობილების პარკირება ტროტუარებზე, ესეც აიკრძალება და მოწესრიგდება. სპეციალურად დავამთხვიეთ იმას, რომ ერთი კვირა სკოლებში დასვენებაა და გვინდა ეს დრო მოვიგოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ სასწავლებელსაც”,- განაცხადა კახა კალაძემ.