კახა კალაძე მერის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა

კახა კალაძე მერის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.  მან დღეს სამუშაო კაბინეტი ჩაიბარა. მერიაში კალაძეს უკვე ყოფილი მერი, დავით ნარმანია დახვდა,  თანამშრომლებს წარუდგინა და სამომავლოდ, გამოწვევებთან გამკლავებაში წარმატებები უსურვა.

დავით ნარმანიამ ყოფილ თანაგუნდელებს  მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდი დაისვენებს, ამის შემდეგ კი  უკვე გუნდის ახალ შემოთავაზებებზე იფიქრებს.

რაც შეეხება ახალ მერს, კახი კალაძის განცხადებით, მისთვის ახალი სტატუსი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, თანაგუნდელების ნაწილს – ვიცე-მერსა და მოადგილეებს ის დღეს, სამ საათზე დაასახელებს, 11 სამსახურის ხელმძღვანელს კი უკვე ოთხშაბათს წარადგენს.

კახა კალაძე ჯერჯერობით თავს იკავებს იმის დაკონკერტებისგან, თუ ვინ იქნება მის გუნდში და თბილისის მთავრობიდან შეინარჩუნებს თუ არა ვინმე თანამდებობას.