კახა კალაძე ვიცე-მერს და მერის მოადგილეებს დღეს დაასახელებს 
კახა კალაძე ვიცე-მერს და მერის მოადგილეებს დღეს დაასახელებს 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერს და მერის მოადგილეებს დღეს, 15:00 საათზე დაასახელებს, – ამის შესახებ კახი კალაძე თბილისის მერიაში განაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, ვიცე-მერის თანამდებობას ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძის მოადგილე იყო. ამასთან, მერის მოადგილე გახდება მაია ბითაძეც.

კახა კალაძემ კონკრეტიკისგან შეიკავა, გადაინაცვლებს თუ არა, ენერგეტიკის სამინისტროს ოპტიმიზაციის შემდეგ, მისი მოადგილის თანამდებობაზე მინისტრი ილია ელოშვილი.

რაც შეეხება მერიის სამსახურის ხელმძღვანელებს, კალაძის ინფორმაციით, მათი ვინაობა 15 ნოემბერს გახდება ცნობილი.