რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში. კახა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა ქალებისა და ბავშვების განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ განურჩეველ თავდასხმებს, ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმების დარღვევასა და ზოგადად რუსეთის მიერ ყველა ნორმის, მათ შორის ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და გაერო-ს წესდების უხეშ დარღვევას.