„რუსთავი ორში“ დიდი ოდენობით თანხების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მითვისებისა და ქონების გადამალვის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება. ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღების პარალელურად, მოწმის სტატუსითა დაკითხულთა წრეც ფართოვდება. დღეს გამოძიების შეკითხვებს, ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორი, თითქმის 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. კახა დამენია, ნიკა გვარამის დირექტორობის პერიოდში, „რუსთავი ორის“ ფინანსებს განკარგავდა. თავად გვარამია კი, მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა.
„რუსთავი ორის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ჯერ კიდევ გუშინ დაანონსა, რომ საგამოძიებო უწყება მის გარდა, ტელევიზიის ფინანსისტებითაც დაინტერესდებოდა. მთავარი პროკურატურა კი დეტალებს არ ახმაურებს, რასაც გამოძიების ინტერესებით ხსნის.