სამუშაო ბაზარზე კადრების დეფიციტია – ასეთი შედეგი აჩვენა ბიზნეს-ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ.
ყველაზე მეტად სამუშაო ძალის სიმცირე სამშენებლო, ტურიზმის, სამედიცინო და ვაჭრობის სფეროში შეიმჩნევა. მიზეზებს შორის კვალიფიკაციის ნაკლებობა და გაზრდილი მიგრაცია სახელდება. გამოწვევაა არასაკმარისი ანაზღაურებაც, რის გამოც დასაქმების მაძიებლები სამუშაო ადგილის მოსაძებნად უცხოეთში წასვლას არჩევენ. ბიზნესი გამოსავალს გადამზადების კურსების გააქტიურებაში და სპეციალური პროგრამების შემუშავებაში ხედავს, რათა მთავრობის დახმარებით კადრების კერძო სექტორთან დაკავშირება მოხდეს.